სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტრაგედიის მერე ფოტოგრაფმა მოილხინა...ამ ნაძირალა ბავშვებმა ამ დროს უკვე იციან რომ მცხეთაში ჩხუბი მოხდა და შაქარა დაკარგულია!" - ელისო კილაძე

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შემდეგ გაგრძელებული წვეულება და ფოტოგრაფის ჩვენება - ჟურნალისტი ელისო კილაძე ფოტოგრაფის ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ იაკობ ბრეგაძე იტყუება.
მისი თქმით, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფოტოებითა და სტატუსით გაირკვა, რომ ფოტოგრაფი წავიდა არა დიღომში, როგორც ეს ჩვენებაში თქვა, არამედ თემქაზე, სადაც დილამდე ერთობოდა.
"ვინც ფოტოგრაფის გამართლებას ცდილობთ,იხ.Vakho Sanaia -ს შუაღამის სტატუსი, როგორ იტყუება იაკობ ბრეგაძე.
ტრაგედიის მერე ის წავიდა არა დიღომში, სახლში(როგორც ჩვენებაში წერს), არამედ წავიდა თემქაზე იუბილართან და მის მეგობრებთან ერთად, სადაც ფოტოებიც გადაიღო და დილამდე მოილხინა კიდეც !
ამ ნაძირალა ბავშვებმა ამ დროს უკვე იციან რომ მცხეთაში ჩხუბი მოხდა და შაქარა დაკარგულია!
#დაზარალებული" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100