სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბარიდან გამოდიოდა, როდესაც მისი მისამართით ისროლეს" - წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელის ძმა მოკლეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელის, სერჟ ორიეს ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

კრისტოფ ორიე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ერთ-ერთი ბარიდან გამოდიოდა, როდესაც მისი მისამართით ისროლეს. კრისტოფს, რომელიც თავადაც ფეხბურთელი იყო, ტყვია მუცელში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ორიეს ძმას დაპირისპირება ბარში მოუვიდა და მას სწორედ კონფლიქტში მონაწილე მეორე დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ესროლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100