თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ფონიჭალაში, მისივე საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ექსპერტიზის ბიუროსთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი გოგონას მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზაზე ბაჩალიაშვილის ოჯახს ყინული მოსთხოვეს, თუმცა ეს ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროში არ დაადასტურეს.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

კომენტარი