სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თამუნასგან ბაჩანაზე არაფერი მსმენია, ბაჩანა მთხოვდა მისთვის სხვა ჩემი მეგობარი გამეცნო და არა თამუნა"- ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი ალაპარაკდა

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, მარიამ ვარდიაშვილი, რომელზეც ბაჩანა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ მეგობრებიდან თამარმა მას სწორედ ეს გოგონა გააცნო, "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ ლობჟანიძე ცრუობს და თამარ ბაჩალიაშვილისგან ამ მამაკაცის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

"ეგ ბიჭი არის ჩემი უნივერსიტეტელი, ოღონდ მხოლოდ შორიდან მყავს ნანახი რამდეჯერმე გამოცდაზე. გამარჯობაც კი არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. შარშან, თებერვალში მომწერა, რომ მოსწონდა ჩემი მეგობარი, ოღონდ სხვა გოგო, თამუნა არა და მთხოვდა გამაცანიო, მე ვერ დავეხმარე. ამის შემდეგ აღარ მქონია მასთან არანაირი კომუნიკაცია. თამუნასგან მასზე არაფერი მსმენია", - აცხადებს მარიამ ვარდიაშვილი.

რაც შეეხება ვარდიაშვილის თეთრიწყაროსთან კავშირს, გოგონა ამბობს, რომ მას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბიძა ჰყავს და პანდემიის პერიოდში მასთან იყო სტუმრად. ვარდიაშვილი აცხადებს, რომ მისგან გამომდინარე, თამარ ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ვარდიაშვილს "ინფო რუსთავმა" ჰკითხა, რატომ დაასახელა მისი სახელი და გვარი ლობჟანიძემ და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მასთან ახალგაზრდა კაცს, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. გოგონას განცხადებით, ეს მხოლოდდამხოლოდ მისი თეთრიწყაროსთან კავშირის გამო შეიძლება მომხდარიყო.

"მე ვიყავი 2 დღით ჩემს ბიძაშვილთან სტუმრად, შემდეგ წითელ ზონად გამოცხადეს თეთრიწყარო და ჩაგვკეტეს. სახლი იქ არ მაქვს. უბრალოდ თამუნას ჩემთან ერთად ედო ფოტო, გადმოვიდდნენ ჩემს პროფილზე და რომ ნახეს თეთრიწყაროში მქონდა ლოქეიშენი, ალბათ ასე დამიკავშირეს", - აცხადებს ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ასევე, ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, საქმეში საეჭვო ფიგურანტი იყო ვარდიაშვილის მეგობარი, მიშო იაკობიძე, რომელიც თამარს გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროში ეძებდა და ის უნდა დაეკითხა გამოძიებას. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით მარიამ ვარდიაშვილი აცხადებს, რომ "მიშო ჩემი კურსელი იყო. ჩვენი კომუნიკაცია იყო მხოლოდ ის, რომ წლების წინ კონსპექტებს ვუგზავნიდით ერთმანეთს".

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის მეგორბის თქმით, ლობჟანიძე მას ემუქრება და ეუბნება, რომ "გადავცემ შენს საკითხს, რადგან თეთრიწყაროში იყავი. დაგიბარებენ დაკითხვაზე და მერე ნახე".

წყარო: "ინფორუსთავი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100