ადგილზე გარდაიცვალა მოპედის მძღოლი - ავარია ყვარელში

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში-შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ სანავარდოსთან მოხდა.

მოპედი საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტის დროს ადგილზე გარდაიცვალა მოპედის მძღოლი.

მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები სწავლობენ. სავარაუდოდ, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

კომენტარი