სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში 55 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ 55 წლის ასაკის კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

უწყების ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრტიკული

„პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრტიკული, აღენიშნებოდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაიყავნეს მართვით სუნთქვაზე. აიღეს ნიმუში PCR კვლევისთვის, რის შემდეგადაც დადასტურდა COVID -19.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, გარდაიცვალა 11 ოქტომბერს“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100