ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცლილი 4 პაციენტიდან 2 აჭარაში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 87 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 8 ოქტომბერს შეიყანა. მას კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი დაუდგინდა. ასევე ჰქოდა გულის ქრონიკული უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე კლინიკა "მედცენტრში" გარდაიცვალა 65 წლის კაცი. პაციენტი კლინიკაში იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 9 ოქტომბერს შეიყვაა. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიბატი - ტიპი 2, ქრ. ლიმოციტური ლეიკემია.

კიდევ ერთი პაციენტი თერჯოლაში გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი თერჯოლის მკვიდრია.

მეოთხე პაციენტი თბილისში, კლინიკა "ამტელში" მკურნალობდა. როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, პაციენტი 71 წლის ქალია, რომელის საავადმყოფოში 29 სექტემბერს, გართულებული პნევმონიით მოათავსეს. მას გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, ასევე პაციენტს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარი