შეზღუდვები თბილისსა და იმერეთში და მოწოდება დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისაკენ - აი, რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე ორგანიზაციებს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, აუცილებელია საზოგადოების წილი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იყოს ჩართული ვირუსის პრევენციაში:

„ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რაც გადანაწილებულია პირველ რიგში მთავრობაზე, ორგანიზაციებზე - როგორც კერძოზე, ასევე სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა ორგანიზაქციას, გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე, ვისაც გვაქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა გასათვალისწინებელია და ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანზაციაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპწყროთ ჩვენს თანამშრომლებს, უნდა ვიზრუნოთ მათზე და აღვჭურვოთ ყველა აუცილებელი საშუალებით, რათა დაიცვან საკუთარი თავი“ - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ასევე განაცხადა,რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 919 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რამაც ინფიცირებულთა რაოდენობა 14 440-მდე გაზარდა.

კომენტარი