სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამკაცრდება თუ არა კონტროლი ავტობუსებშიც – კახა კალაძის განმარტება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ამ მხრივ, წესების მეტად გამკაცრება ჯერჯერობით, არ იგეგმება.

„თქვენ იცით, რომ მეტროში პირბადეებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მკაცრად აკონტროლებენ. იგივე ხდება ავტობუსებში – პირბადის გარეშე ასულ ადამიანებს სთხოვენ, რომ ის აუცილებლად გაიკეთონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ავტობუსი არ იძვრება და ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი მკაცრად ხორციელდება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100