სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავდამსხმელი გამოცდილი იყო, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა, რომ არა მედიის მხრიდან ამბის გავრცელება" - რას ჰყვება მძევალი

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდში აყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთი იყო, დარწმუნებულია, რომ შენობაში მყოფი ადამიანები დაიხოცებოდნენ და შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა, რომ არა ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება და მედიის მხრინდან ამბის აქტიური გაშუქება.

ის ფორმულასთან მომხდარის დეტალებს იხსენებს და ვარაუდობს, რომ ტერორისტი საკმაოდ გამოცდილი და გაწაფული იყო. მისივე თქმით, ყველა მძევალს ჰქონდა განცდა და შიში, რომ თავდამსხმელი უკიდურესად მძიმე დანაშაულს ჩაიდენდა და მძევლებს დახოცავდა, რადგან მათ ემუქრებოდა:

"თავდამსხმელი გამოცდილი იყო იარაღთან ურთიერთობაში და ასეთ კრიზისულ სიტუაციებში საერთოდ არანირი ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა. ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო. იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა. ჩვენ გვეუბნებოდა, აი, თქვენმა მთავრობამ როგორ დაგიკიდათ ფეხზე და როგორ არ მოიტანა ამდენი ხანი ფულიო. იმიტომ, რომ, როგორც იცით, 6 საათზე ამოიწურა დეტალების დრო.

დეტალებზე შეთანხმება იყო - თანხის მოტანაზე, მანქანის მოყვანაზე, სად უნდა გაჩერებულიყო მანქანა... საბოლოო ჯამში, ჩვენ საჯაროობით გადავრჩით. იქიდან გამომდინარე, რომ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რადგან ეს ინფორმაცია გამოუშვეს, ისინი მაღალი ალბათობით მისი ლიკვიდაციის ბრძანების გაცემას აპირებდნენ და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად დავიხოცებოდით",- ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკში მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ტერორისტმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100