სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიკვდილი მირჩევნია. რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ, ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მქონია" - ანი წითლიძე გორში მოხდარ ტრაგედიაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე, აქვეყნებს ემოციურ სტატუსს. მისი თქმით, ამაზე მძიმე დღე ცხოვრებაში არ ქონია და ერთადერთი რასაც ღმერთს სთხოვს ყველა დაშავებულის გამოჯანმრთელებაა.
"არ ვიცი რა ვთქვა. რა დავწერო. საერთოდ უნდა დავწერო თუ არა. უბრალოდ ბევრი მწერთ, მირეკავთ და არავისი პასუხის თავი არ მაქვს. სიკვდილი მირჩევნია. რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ. რვა წელი გვიერთგულეს. დილას მოფრინავდნენ და ჩემზე წინ იყვნენ წამომსვლელებად. ჩემი იმედი იყვნენ ნებისმიერ დროს დღე ღამეში. სულ მარტოს, მეიმედებოდნენ. უმძიმეს წლებში მარტო სახლში არ მიშვებდნენ. ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მქონია. ვიღაც ნაძირლის გამო აღარ არიან. ნეტავ მე ვყოფილიყავი მანდ და ისინი არა. ნეტავ მე შემეძლოს ახლა რამე თქვენთვის. ერთადერთი რასაც ღმერთს ვთხოვ ყველა დაშავებული გამოჯანმრთელდეს. სხვა ვერაფერი წარმომიდგენია წინ."- წერს წითლიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100