ქართველმა ხალხმა ოცნება არჩევნებით გაუშვა, ოცნება ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა! - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერსლური დირექტორი ნიკა გვარამია სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ასრჩევნებით გაუშვა ქართუკლი ოცნება, სახეკლისუფლო პარტიამ ზონდერები და კრიმინქალები აამუშავა.

ნიკა გვარამია ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, დაიცვან ხალხის ხმები.

არჩევნებით ქართველმა ხალხმა ოცნება გაუშვა! ოცნება გადავიდა ტოტალურ ძალადობაზე და აამუშავა კრიმინალი და ზონდერები! ოპოზიციურო პარტიებო, ახლა კეთილი ინებეთ და დაიცავით ჩვენი ხმები და სამართლებრივად და მშვიდობიანად გააფორმეთ ქართველი ხალხის არჩევანი!!!!,-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გლდანში, ერთერთ საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტებსა და ენმ-ის აქტივისტებს, ასევე დამოუკიდებელ დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა, მოძალადეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აქვე, ნიკა გვარამიამ უფრო ადრე გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა, რომ არჩევნები დასრულებულია, ოცნება კი - დამარცხებული.

კომენტარი