სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იყო წართმეული არჩევნები - აქციაზე დასასწრებად შიდა ქართლიდან კოლონები დაიძრა

ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები შიდა ქართლიდან დედაქალაქისკენ კოლონებით მსვლელობას იწყებენ. ისინი პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალადობა, ტერორი, შანტაჟი. ეს იყო ხალხისთვის წართმეული ხმები. ახლა დგება გადამწყვეტი დღე", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ლექსო ვალიაური.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო დღემ ხმაურითა და დარღვევებით ჩაიარა გორში. საარჩევნო უბნებზე მობილიზებულები იყვნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები და ძალოვანი უწყებები.

ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქცია 16:00-ზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100