სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2003 წელსაც მიმტკიცებდა შევარდნაძე, ვერაფერს იზამთო, მაგრამ შევძელით - ნინო ბურჯანაძე

აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და მათ 2003 წლის მოვლენები გაახსენა, როდესაც პოლიტიკოსის თქმით, მათ ერთიანობით ქვეყნის გადარჩენა შეძლეს.

"მე მახსოვს 2003 წელს, როგორ მიმტკიცებდა ედუარდ შევარდნაძე, ვერაფერს ვერ იზამთ 1000 კაცია პარლამენტის წინო. შევძელით ქვეყნის გადარჩენა და საქმის წინ წაყვანა ბოლომდე ბრძოლით? ასე შევძლებთ ახლაც! ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ადამაინს რომ ხედავს, პირდაპირ ციფრებში გამოყავს რამდენად უნდა იყიდოს, სამწუხაროდ დღეს აქ არის ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც არა თუ დიდი ფული არ აქვთ, არამედ მართლაც უჭირთ მაგრამ მათ აქვთ ღირსება და ეს არის უფრო დიდი სიმდიდრე, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფული ერთად აღებული", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. გამოსვლები ამ წუთებში ბათუმშიც დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100