თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუიდასტურდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს, კორონავირუსი დაუიდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი