სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ბრალდება ირწმუნება, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100