"მე გადავიტანე ეს გრიპი და ძლივს გამოვძვერი. წარმომიდგენია, გაჭირვებული ადამიანისთვის რა სიმძიმეა" - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„საშინელი გრიპები დადის, საერთოდ არაა ნაკლები და საშიში კორონაზე! კაცმა არ იცის, ხალხი კორონით იხოცება თუ გრიპით. ნუ ეძახით ყველაფერს კორონას! კორონამდეც კვდებოდა ხალხი გრიპით, ახლაც კვდება და მერეც მოკვდება! აიღეთ საკუთარ თავზე მოსახლეობის უფასოდ აცრა გრიპზე და პნევმოკოკზე!

ps მე გადავიტანე ეს გრიპი და ძლივს გამოვძვერი. წარმომიდგენია, გაჭირვებული ადამიანისთვის რა სიმძიმეა, ან მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სამ-სამჯერ გავიტესტე პისიარით და სისხლით ანტისხეულებზე და არანაირი კორონა, ფილტვებიც სუფთა. ვირუსული ბრონხების ანთებით მიმდინარეობს ეს გრიპი, ჩემს მეგობრებს ვირუსული ფილტვების ანთებაც დაერთოთ. ფილტვების ანთება კორონამდეც არსებობდა, ვისაც არ გახსოვთ და ვინც ყველაფერს კორონას ეძახით. მარტო კორონა არ კლავს, გრიპიც კლავს“, – წერს გვარამია.

კომენტარი