სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსმელი კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა.

პორტუგალიელმა შემტევმა ეს ინდივიდუალური პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. 10 კანდიდატს შორის რონალდომ ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, მოჰამედ სალაჰს, სერხიო რამოსს, ჟერარდ პიკესა და სერხიო აგუეროს აჯობა.

Golden foot-ი 2003 წელს დაარსდა და 28 წლის ასაკის ზემოთ ფეხბურთელებს განვლილი კარიერის გამო გადაეცემათ. გასულ წელს Golden Foot-ი მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს მოუგია:
რობერტო ბაჯო - (2003) პაველ ნედვედი (2004), ანდრეი შევჩენკო (2005), რონალდო (2006), ალესანდრო დელ პიერო (2007), რობერტო კარლოსი (2008), რონალდინიო (2009), ფრანჩესკო ტოტი (2010), რაიან გიგზი (2011), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012), დიდიე დროგბა (2013), ანდრეს ინიესტა (2014), სამუელ ეტო’ო (2015), ჯანლუიჯი ბუფონი (2016), იკერ კასილიასი (2016), ედინსონ კავანი (2018), ლუკა მოდრიჩი (2019), კრიშტიანო რონალდო (2020).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100