სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 9 დეკემბერს ქუთაისში დღისით +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და მცირე ნალექია მოსალოდნელი. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +15 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +7, მოსალოდნელია წვიმა. სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი +14 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ჭიათურაში იწვიმებს, +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვს, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +5 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში 0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

თოვლია მოსალოდნელი გორში . დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. -2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვს ლაგოდეხშიც. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+3 გრადუსი და თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +1 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დღისით აქ ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100