სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 007 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 627 ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 069. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100