სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, სააკაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გვიშოვა.

"სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია,აი ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა" - წერს გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100