რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება

დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამუშავდა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე შეზღუდული იყო, აღდგა როგორც ავტობუსების, ისე მიკროავტობუსების მოძრაობა. ამუშავდა დედაქალაქის მეტროც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00 საათამდე იმოძრავებს. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ღია და დახურულმა ბაზრობებმაც განაახლეს.

არსებული წესების მიხედვით, ბაზრობებზე განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ყოველდღიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.

ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

შაბათ-კვირას ისევ არ იმუშავებს მოლებიც.

კომენტარი