სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში ავტომობილი 11 წლის მოზარდს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 11 წლის მოზარდს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100