სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 165 ადამიანს დაუდასტურდა, 639 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 165 ადამიანს დაუდასტურდა, 639 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 197 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 722 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 258 732, გარდაიცვალა 3 363 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 932. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100