"ცეცხლში ჩავარდა ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი" - ვარლამ გოლეთიანი დაპირისპირებაზე

სოფელ გუმათში პოლიციასა და რიონის ხეობის მცველებს შორის დაპირისპირება იყო. როგორც რიონის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დანთებულ ცეცხლში ჩავარდა. მისი გამოყვანა დროულად შეძლეს.

ვარლამ გოლეთიანი თანამებრძოლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"დანთებულ ცეცხლში ჩავარდა ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი. ირგვლივ რომ არ ვმდგარიყავით, მართლა საშინლად დამთავრდებოდა ალბათ ეს ყველაფერი. ამიტომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ჩვენივე თანამებრძოლებს, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ პროვოცირებენ საპოლიციო ძალები", - განაცხადა გოლეთიანმა "მთავარი არხის" ეთერში.

კომენტარი