სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტენსიური სროლის ხმა- რა ხდება რუსთავში (ვიდეო)

ახალ რუსთავში, თითქმის ყველა ქუჩაზე ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან მოდიოდა.

„კრწანისის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა გეგმიური წვრთნები, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ამ დროისთვის წვრთნები უკვე დასრულებულია“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

წყარო: „ინფო რუსთავი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100