სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ადამიანი შეიძლება, გაგიჟდე... ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო - ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„ამ ბოლო დროს იმდენი კარგი და ცუდი ამბავი ხდება ერთდროულად, რომ რა ვიცი. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ადამიანი შეიძლება, გაგიჟდე. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, ფეისბუქზე რომ შემოხვალ – გული წაგივა. მე მგონი, ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით.

მთელ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში – განსაკუთრებით. ნეგატივს აქვს თვისება – ნეგატივს ყოველთვის მოაქვს მეორე ნეგატივი, მეორეს მესამე და ა.შ. აი, მთიდან რომ ზვავი წამოვა, ზუსტად ასეთი მექანიზმია.

რომ დაფიქრდე, მართლა როგორ შეიძლება, ამდენი პრობლემა იყოს კონცენტრირებული გეოგრაფიულად ასეთ პატარა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს რეალობაა,“ – ამბობს ფხაკაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100