"ვეძახი ყველას – პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 000 ბავშვის ოჯახებს, რომელთა ნათლიასაც შეურაცხყოფენ და სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს, რომ ეკლესია დაიცვას" - ვასაძე

პრორუსული განწყობით ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას სვანეთიდან ავრცელებს. ის ხალხს მოუწოდებს, რომ 16 მაისს, 14:00 საათზე 9 აპრილის სკევრში შეიკრიბონ, რათა, მისი თქმით, ქვეყანა გადაარჩინონ.

რატომ უნდა უჭირდეს ამ სამოთხესავით ქვეყანას ასე და რატომ უნდა იყოს გახლეჩილი და დაპირისპირებული. იცით, რომ ჩემთვის უმძიმესი ნაბიჯი გადავდგი გიორგობა დღეს და საჯაროდ განვაცხადე, რომ შემოვდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც მალე წარგიდგენთ.

ვისაც არ სჯერა ამ გულის ძახილისა და სრული სიწრფელისა, ნუ მოვა 16 მაისს, 14:00 საათზე კვირა დღეს, სხვას ყველას გეპატიჟებით. ამდენი წელი რომ მეუბნებოდით, ქენით რამე, მარტო ლაპარაკს რა აზრი აქვს, გადადგით ნაბიჯი, ყველას ახლა გეძახით, როგორც ზეიმზე, საზეიმო რა გვაქვს, მაგრამ მე ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას ოჯახებით გეძახით – მით უმეტეს, მეორე დღე, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, ვერ შევიკრიბებით და 16-ში ვიზეიმოთ.

ქაშვეთის ეკლესიის უკან რომ ბაღია, ქვედა ნაწილში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიროტიაზე, 9 აპრილის ბაღი ჰქვია ახლა, სადაც გოგლა ლეონიძის ძეგლი დგას, იქ შევიკრიბოთ. ვეძახი ყველას – ჩემი გვარის ჩათვლით, პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 000 ბავშვის ოჯახებს, ვისაც მობეზრდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც შეურაცხყოფენ მათ ნათლიას და სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს რომ ეკლესია დაიცვას. ვეძახი ყველა იმ ადამიანს, ვინც კი არ ელოდება, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი გამოვა და რაღაცეებს დაგვპირდება, ხელს აიქნევს და ეს ყველაფერი შესრულდება, არამედ ვისაც უნდა რომ ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით დაუდგეს. ვიცი, რომ ძნელია ჩვენი ერთობა, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა.

თუ ხალხს იმედს გაუცრუებ, მერე ყველა სასჯელის ღირსი ხარ, რაც ამქვეყნად არსებობს. ჩემი ოცნებაა, ქვეყანა გავამთლიანოთ და გადავარჩინოთ უკეთესი ადგილი გავხადოთ მშრომელი და ღირსეული ოჯახებისთვის. თუ ამას მივაღწევთ, უფალი თუ ინებებს, იქნებ გამიშვას ამ გზიდან, რომ სადმე წავიდე ჩემს სოფელში, გურიაში დავსახლდე და თავისუფლად დავდიოდე ჩემი ქვეყნის ქუჩებში – ესაა ჩემი მიზანი, გამდიდრება რომ ყოფილიყო – ამას არ ვიზამდი. იმ ცილისწამებას და სიბინძურეს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რაც ჩემკენ წამოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვასაძემ დააანონსა, რომ პოლიტიკაში მოდის. „ერი“ – ეს არის სახელწოდება პარტიის, რომელსაც ვასაძე აფუძნებს. პარტიის ლოზუნგი იქნება – „ერთობა, რაობა, იმედი“.

კომენტარი