კადრებში ჩანს, როგორ ხტებიან მოსწვალეები ფანჯრებიდან – დაჭრილ 10 წლის მოსწავლეს გაჩერებული გული აუმუშავდა

ექიმებმა, ყაზანის სკოლაში, ყველაზე მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გაჩერებული გულის ამუშავება შეძლეს - 10 წლის არსლან შიგაპოვი ყაზანის 175-ე გიმნაზიის მოსწავლეა. მან მძიმე ჭრილობები, მათ შორის ცეცხლსასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიიღო, მედიკოსებმა ბიჭის რეანიმირება შეძლეს.

10 წლის არსლანთან ერთად რეანიმაციაში კიდევ 5 მოსწავლე იმყოფება.

რუსული მედიის ბოლო მონაცემებით, ყაზანის სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის მოსწავლეები, მასწავლებელი, დაცვის თანამშრომელ და დამლაგებელი არიან.

ყაზანის 175-ე სკოლაში 2 თავდამსმხმელი შეიჭრა და სროლა ატეხა. ერთ-ერთი მათგანი ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ დააკავეს, ხოლო მეორე სამართალდამცავებმა შტურმის შედეგად მოკლეს.

კომენტარი