სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი სარაკეტო შეტევა თელ-ავივზე – „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში განაახლა

მორიგი სარაკეტო შეტევა თელ-ავივზე – „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში განაახლა.

დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. არიან დაშავებულები, ცნობა დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.


ბიბისის ინფორმაციით, ისრაელის საჯარისო დანაყოფების ნაწილმა ღაზას სექტორის მიმართულებით გადაადგილება დაიწყო.

სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანი ვითარების დეესკალაციაა. ისრაელის ქალაქებში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებას პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ებრაელებსა და არაბებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მიუღებელია და ისინი ერთმანეთს ლინჩის წესით არ უნდა ასამართლებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100