გლდანულაში ბავშვს 400-კილოგრამიანი რკინის საქანელა დაეცა

გლდანულაში, კორპუსის მიმდებარედ ერთ-ერთ სკვერში მოზარდი დაშავდა. მშობლის ინფორმაციით, მას რკინის საქანელა ფეხზე დაეცა, რის გამოც ბავშვი უკვე 5 დღეა, რაც კლინიკაში იმყოფება.

„ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ „გაკეთებული“ რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კგიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში.

მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს, რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში? ველოდები რეაგირებას!“, – წერს დაშავებული მოზარდის დედა ჯგუფში „გლდანი“.

კომენტარი