ცხინვალში რუსი გენერლის მანქანა დაწვეს

დღეს დილით ცხინვალში უცნობმა პირებმა რუსი გენერლის კუთვნილი „ნივა“ დაწვეს. - ამის შესახებ apsny.ge იტყობინება. „ნივა“ ალა ჯიოევას ნათესავს, რუს გენერალ ანატოლი ბარანკევიჩს ეკუთვნის.

„მანქანის დაწვის შესახებ მეზობლებმა შემატყობინეს. ეს დილაადრიან, დაახლოებით 05.30 საათზე მოხდა, ჩემს სახლთან. ძრავაა დამწვარი. ჩვენ წავიყვანეთ მანქანა პროფილაქტიკაში, რათა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა“, - უთხრა „რია ნოვოსტის“ ბარანკევიჩმა. მისივე თქმით, მან მილიციაში მომხდარის გამოძიების მოთხოვნით განცხადებაც შეიტანა.

კომენტარი