სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ შევეგუებით ამ ამბავს - ლექსო ლაშქარავას მეუღლის პირველი კომენტარი შსს-ს ბრიფინგის შემდეგ

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახი შსს-ს ბრიფინგზე პირველ კომენტარს აკეთებს, როგორც ლექსო ლაშქარავას ცოლი ირინა ლომსაძე ამბობს, ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი აზრი სხვა მიმართულებით გადაწიონ და 5 ივლისის ძალადობის საქმე მიჩქმალონ: "ძალიან მძიმე იყო, არ ვიცი, ალბათ გამოძიება გაარკვევს რა არის მართალი და რა არა. გადახვევა მიდის იქიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც იმ დღეს მოხდა, როგორი ძალადობაც განხორციელდა იმ დღეს ლექსოზე, მირანდაზე და ყველა ჟურნალისტზე, ამ ამბიდან ცდილობენ გადახვევას. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველა ვინც ეს ჩაიდინა იმ დღეს დაისაჯოს უმკაცრესად. არ შევეგუებით ამ ამბავს, რომ ისე დარჩეს რაც იმ დღეს მოხდა და გადაერთოთ ამ ამბავზე. ვენდობით გამოძიებას, მაგრამ იმდენად მიდის საზოგადოებრივი აზრის გადატანა, რომ შეიძლება საბოლოოდ ცუდად გამოჩნდეს და მოძალადეები და ის პირები ვინც მათ ეს დაავალათ არ დაისაჯონ", - ამბობს ლექსო ლაშქარავას ცოლი ირინა ლომსაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100