სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყიბულში კაცის სანადირო თოფით დაჭირს გამო 1 პირი თბილისში დააკავეს

ტყიბულში, გელათის ქუჩაზე 34 წლის კაცის სანადირო თოფით დაჭრის გამო 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. დააკევს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი თბილისში დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი - ზ.ს. კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარიდან მალევე, პოლიციის მიერ ტყიბულში იქნა დაკავებული. "დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარს წინ წარსულში არსებული დაპირისპირება უძღოდა", - წერია უწყების განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაკავებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100