სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი თაობაა ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ერთი თაობაა ის მანძილი, რაც აშორებს ჩვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს. ამ თემაზე მან ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის საერთო ძალისხმევის და თანამშრომლობისთვის. ერთი თაობა ვთქვი დამოუკიდებლობის გზაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენ საზოგადოებას უპრეცედენტოდ ევროკავშირის კარებს. ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა, მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახელობის სასარგებლოდ", - თქვა შარლ მიშელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100