სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაქცინა საიმედოდ ვერ გვიცავს ინფიცირებისგან - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ინფიცირებისგან საიმედოდ ვერ იცავს, თუმცა მას გართულებული შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლია.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინირებული პირების შემთხვევაში მინიმუმამდეა დასული რეანიმაციის აუცილებლობა და სასიკვდილო შემთხვევები.

"გავითავისოთ ასეთი რამ. ვაქცინა საიმედოდ ვერ გვიცავს ინფიცირებიდან. მაგრამ ძალიან საიმედოდ გვიცავს, მათ შორის ჩინური ვაქცინაც სასიკვდილო შემთხვევებისგან, რეანიმაციაში მოხვედრისგან და მძიმე ფორმებისგან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100