სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ექიმები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. მათი განმარტებით, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე. მედიკოსების თქმით, ექსტრატირდება მხოლოდ ანტისხეულები, რომლებიც ბავშვის დაცვას უზრუნველყოფს. ვირუსის დელტა შტამს ბოლო პერიოდში 10-ზე მეტი ორსული ქალი ემსხვერპლა. „სისი ხანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ორსულებს ცრიან. არ არსებობს არცერთი პროცენტი იმის, რომ ვაქცინამ ნაყოფს ავნოს. ამის მაგალითია უკვე მრავლადაა, შობილი ჯანმრთელი ბავშვები. ორსულების აცრა შესაძლებელია Pfizer-ის ვაქცინით. ეს უსაფრთხო და ეფექტურია “, - ამის შესახებ ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის იმუნოლოგმა, ნათია გორდაძემ განაცხადა. „ქვეყანაში გავრცელებულია დელტა შტამი, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფში მიმიდნარეობს ძალიან რთულად. ერთ-ერთი ყველა გასაფრთხილებელი რისკჯგუფი არის ორსულები და მეძუძური დედები. ორსულებში სტატისტიკურად ძალიან რთულად მიმდინარეობს დელტა შტამი, მით უმეტეს თუ ამას ემატება ის, რომ ორსულები არ არიან ვაქცინირებულები. ვაქცინაცია ორსულებისთვის არის ერთადერთი რეალური გამოსავალი იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი. მოვუწოდებ ყველა ორსულს, რომ დაუყოვნებლივ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. დაიცვან საკუთარი თავი, შვილი და გარსემომყოფები“ , -განაცხადა ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100