სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკის მძარცველებმა გაქცევისას მძევლები მანქანებს მიაბეს (ვიდეო)

ბრაზილიაში, ქალაქ არაკატუბაში ერთ-ერთი ბანდის წევრებმა ბანკი გაძარცვეს, გაქცევისას კი მძევლები მანქანებზე მიაბეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, დილით მოხდა. ბანკიდან გამოსვლის შემდეგ მძარცველებმა რამდენიმე მძევალი მანქანების სახურავებსა და კაპოტებზე მიაბეს და ქალაქში ასე გადაადგილდებოდნენ, პოლიციის გადაადგილებას კი დრონების მეშვეობით აკონტროლებდნენ. გაქცევის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100