სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვების აცრის ორი ვერსია განიხილება - ამირან გამყრელიძე

აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრაზე - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო რეკომენდაციას მისცემს სამინისტროს. ერთი არის, როცა 12-15 წლის ყველა ბავშვი იცრება და არის მეორე, ბრიტანული მიდგომა, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები. ასეთი სამედიცინო ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია. ასევე, მშობლების სურვილით" - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100