სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? რაც შეიძლება მეტი HA HA!- არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას სოციალური ქსელით ეხმაურება.

თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლის ამბავი მოდელირებულია.

"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა.

რაც შეიძლება მეტი HA HA!

2 ოქტომბერს ყველა ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცედ გავიმარჯვებთ! "ქართული ოცნება" იგებს!,"- წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100