სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე, დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო - სააკაშვილის მიმართვა

მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე - ასე იწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

"დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ"- წერს სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი ნატვრა კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით სავსე ევროპული სახელმწიფოს შექმნაა:

ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდით შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ"- აღნიშნავს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100