სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება არ დადგეს და ისე დადგეს ფატალური შედეგი - ადვოკატი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკაშირებით ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.

მისი თქმით, საუბარია, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპერაცია იქნება საჭირო, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ფატალური შედეგი ისე დადგეს, რომ ოპერაცია საჭირო საერთოდ არ გახდეს.

"ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში. ოპერაცია სპეციფიური სამედიცინო ჩარევა, რაც შეიძლება არ იყოს კავშირში შიმშილობასთან", - ამბობს საძაგლიშვილი.

სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.

ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100