სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კალმარის თამაშის“ სტილში გამართულ წვეულებაზე 5 ადამიანი დაიღუპა

პანამაში, პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის „კალმარის თამაშის“ სტილში გამართულ წვეულებაზე 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა La Razon-ი წერს. ინციდენტი ქალაქ სანტა-ანას ერთ-ერთ კლუბში მოხდა, სადაც დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფებების წევრებმა ორმხრივი სროლა გახსნეს. სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 7 დაჭრილია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 2 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100