სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით” - ნანუკა ჟორჟოლიანი საპატრიარქოს მიმართავს

"ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით" - ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს. "თქვენგან რამდენიმე კილომეტრში საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს უკვე 35-ე დღეა. ნუთუ ჯაბა იოსელიანის სიცოცხლეზე მეტი არ ღირს მიშას როლი თქვენს გაძლიერებაში (სამწუხაროდ) და ქვეყნის ისტორიაში. ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით. ზვიადისთან დაშვებული შეცდომები სამეგრელომ დიდხანს არ გაპატიათ და ამჯერად მთელი ქვეყნის რეაქციას მიიღებთ. დროა იმოქმედოთ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100