სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება და ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ - ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ოდესმე პოლიტიკაში წავა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

როგორც მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ის პოლიტიკაში დედის, სანდრა რულოვსის ჩართვასაც ეწინააღმდეგებოდა, როცა ყოფილმა პირველმა ლედიმ კენჭი იყარა.

"ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს [პოლიტიკაში მოსვლის სურვილი]. რატომ არ მინდა? მე მგონი, პირველ რიგში უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც...

ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც... ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა" - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100