სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი + 6 გრადუსი იქნება. მესტიაში მზიანი დღე და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება. გორში უნალექო დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. რუსთავში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100