აფხაზეთში ხანძარს 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბინაში გაჩენილ ხანძარს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველების თქმით, მოზარდი კვამლისგან გაიგუდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

უწყების ცნობით, მთლიანად დაიცვა ბინა და მის გვერდითაც საცხოვრებელი ფართი.

ხანძრის მიზეზად, სავარაუდოდ სახელდება გაუმართავი ელექტროღუმელი.


წყარო:პრაიმტაიმი

კომენტარი