სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახმეტაში ავტომობილი ხეს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოღოთოსთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

თელავის მიმართულებით მოძრავი ტაქსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში მყოფი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარიის მიზეზების დადგენაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100