სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი. თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს. -1 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -15 გრადუსი იქნება. გორში თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი. გუდაურში მოთოვს. დღისით -7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -3 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდები. თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100