სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 თებერვალს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. უნალექოდ ჩაივლის დღე მესტიაში და დღე +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +1ო გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. +12 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. გორშიც უნალექო ამინდია და დღე +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -0 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მზიანი, უღრუბლო ამინდი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100